fbpx
პოზიტივი

უგემრიელესი ბლინები, მხოლოდ სამი ინგრედიენტით – აკის პეტრიძიკის რეცეპტი

აკის პეტრიძიკის რეცეპტებიდან წარმოგიდგენთ ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად და მარტივად მოსამზადებელ და ამავე დროს უგემრიელეს დესერტს.

ბლინები, რომელთა მოსამზადებლადაც მხოლოდ სამი მთავარი ინგრედიენტი და კარაქი (შესაწველად) დაგჭირდებათ:

2 ბანანი (მოზრდილი)

120 გრამი შვრია

150 გრამი ნუშის რძე

3 სუფრის კოვზი კარაქი.

გარდა ამისა, შეგიძლიათ უკვე მომზადებულ ბლინებს დაამატოთ: მოცვი, მარწყვი და ნეკერჩხლის სიროფი, გემოვნებით.

მომზადების წესი:

ბლენდერში ვათავსებთ 2 ბანანს, შვრიასა და ნუშის რძეს და ვამუშავებთ მანამდე, ვიდრე ერთიან, წებოვან მასას არ მივიღებთ. 

ვაცხელებთ კარაქს ტაფაზე (საშუალო ცეცხლზე), ვიღებთ ორ სუფრის კოვზს მიღებული მასიდან და ვათავსებთ ტაფაზე, რომელიც სასურველია იყოს თასისებრი და დაახლოებით 8 სანტიმეტრის.

ვაჩერებთ 3 წუთის მანძილზე, ვიდრე მასა ოქროსფერი არ გახდება. შემდეგ გადავაბრუნებთ და კიდევ გავაჩერებთ 2-3 წუთი.

იგივე პროცესს გახორციელებთ მანამ, სანამ არ მივიღებთ 8 ბლინს, ვინაიდან ამ რაოდენობის ინგრედიენტებით გამოდის დაახლოებით 8 ბლინი.

შეწვის დასრულების შემდეგ გემოვნების მიხედვით დაამატეთ ბლინებს მარწყვი, მოცვი, სიროპი ან რაც სახლში მოგეპოვებათ, გემოვნების მიხედვით.

 

 

onalem

ტესტ