fbpx
კრიმინალი

სროლა აგიოს პანტელეიმონაზე: დღევანდელი ინციდენტის დეტალები

როგორც უკვე ცნობილია, დღეს შუადღეს ათენის ცენტრში სროლის შედეგად დაიჭრა ერთი მამაკაცი, რომელიც წითელი ჯვრის საავადმყოფოშია მოთავსებული.

ირკვევა, რომ ინციდენტი აგიოს პანტელეიმონაზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და ბოშებს შორის მოხდა. ერთ-ერთ მანქანაში მსხდომებმა მეორე მანქანაში მსხდომებს გაუხსნეს ცეცხლი, თუმცა, იქიდან არავინ დაშავებულა. “ბრმა” ტყვია მოხვდა მხოლოდ გამვლელ მამაკაცს, რომელსაც არანაირი კავშირი არ ჰქონდა მომხდართან.

ასევე, დამნაშავეთა დევნისას დაშავდა პოლიციის ორი ოფიცერი, თუმცა, არა სროლის შედეგად.

onalem

ტესტ