fbpx
კრიმინალი

საბერძნეთი: სამუდამო პატიმრობა 27 წლის ბერძენ ქალს, რომელმაც ალბანელი მეზობელი მოკლა

სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა 27 წლის ქალს, რომელმაც თავისი ალბანელი მეზობელი დანით, სასტიკად მოკლა. მიზეზი კი ხმაური იყო, რომელსაც, მისი თქმით, ალბანეთის მოქალაქე იწვევდა.

ინციდენტი ირაკლიოში, გასული წლის ნოემბერში მოხდა.

საბოლოოდ განაჩენი გამოიტანეს და სასამართლომ არ ცნო არანაირი შემამსუბუქებელი გარემოება. 27 წლის ახალგაზრდას ბრალად ედება განზრახ მკვლელობა და იარაღის უკანონო შენახვა/ტარება.

გარდაცვლილ მამაკაცს ცოლი და 7 წლის შვილი დარჩა. ქვრივი ამბობს, რომ საბერძნეთში ყველა ადამიანი სრულიად დაუცველია.

ამჟამინდელი მონაცემებით, სასამართლოს გადაწყვეტილება ითვალისწინებს უვადო თავისუფლების აღკვეთას და გარდა ამისა 4 წელს, იარაღის უკანონო შენახვისთვის, ასევე, ჯარიმას 2, 000 ევროს ოდენობით.

თავად ბრალდებული ნარკოტიკებზეა დამოკიდებული და მკვლელობიდან თითქმის 10 თვის შემდეგ ამბობს, რომ ქვრივისთვის თვალებში შეხედვა არ შეუძლია:

“მე მას თვალებში ვერ შევხედავ, ქმარი წავართვი. რომ შემეძლოს, უკან დავაბრუნებდი. კარგი ურთიერთობა გვქონდა, ისინი ყოველთვის იძახებდნენ სასწრაფო დახმარებას ჩემთვის, როცა პრობლემა მქონდა.”

მისი აღიარება არაფერს ცვლის. მან მამაკაცს დანით ჭრილობები გულის არეში მიაყენა. ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილებას დადებითად აფასებენ.

onalem

ტესტ