fbpx
კრიმინალი

ორმა ბერძენმა ემიგრანტი მამაკაცი გაძარცვა – პოლიციამ ისინი არ დააკავა

ძარცვა ხუთი დღის წინ საბერძნეთის კუნძულზე მოხდა. ორი ბერძენი უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც ქვეყანაში ემიგრაციაში იმყოფება, მოტოციკლით წამოეწია და მობილური ტელეფონი წაართვა, რადგან იმ მომენტში მას სხვა არაფერი ჰქონდა ხელთ. ამის შემდეგ ორივე დამნაშავე მიიმალა.

ბერძნები 19 და 25 წლის ახალგაზრდები არიან.

გაუგებარია რატომ, მაგრამ ემიგრანტმა მამაკაცმა დიდი ხნის დაგვიანებით აცნობა პოლიციას და ვინაიდან დანაშაულის ჩადენიდან დრო იყო გასული, ბერძნები არ დააკავეს. თუმცა, ოფიცრებმა მობილურის საშუალებით მათი ადგილმდებარეობის და შემდეგ ვინაობის დადგენაც მოახერხეს.

მიუხედავად იმისა, რომ ორივე ბერძენი ამ დროისთვის თავისუფალია, პოლიცია ეჭვობს, რომ მათ კისერზე სხვა ბევრი დანაშაულიც არის. გამოძიება აღნიშნულის დასადგენად მიმდინარეობს.

onalem

ტესტ