fbpx
კრიმინალი

“ცოტა დამელოდოს, ციხიდან რომ გამოვალ, დავქორწინდებით” – 11 წლის ბავშვზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულის პროვოკაციული განცხადებები

38 წლის მამაკაცის განცხადებები სულ უფრო და უფრო შოკისმომგვრელი ხდება. ის არ აღიარებს, რომ მოძალადეა, არამედ ამბობს, რომ ნამდვილად არსებობდა ურთიერთობა, რომელიც ორივეს უნდოდათ და გოგონა იმ დროს არა 11, არამედ 13 წლის იყო.

“თავზე იარაღი რომ დამადონ, მაინც არ ვაღიარებ, რომ მოძალადე ვარ. მასზე არ მიძალადია. ამას კატეგორიულად უარვყოფ. ეს გოგონა ახლაც მიყვარს. ვიცი, რომ დავისჯები და უნდა დავისაჯო კიდეც იმისთვის, რაც მოხდა. ცოტა მოიცადოს, როდესაც ციხიდან გამოვალ, დავქორწინდებით. 

შეგიძლიათ გამგზავნოთ ციხეში, მაგრამ იცოდეთ, რომ როდესაც ურთიერთობა გვქონდა, არ ყოფილა 11 წლის, ის უკვე 13 წლის იყო,” ასეთია ყოფილი მწვრთნელის განცხადება.

გაუგებარია, თუ რა შეღავათს აძლევს მამაკაცს ის ფაქტი, რომ გოგონა 13 წლის იყო. მეორეს მხრივ კი, გოგონა ამბობს, რომ მწვრთნელი მოკვლით ემუქრებოდა, თუკი მომხდარის შესახებ სადმე რაიმეს იტყოდა.

დაკავებულის ოჯახი მის მხარეს იჭერს და ამბობს, რომ მწვრთნელსა და ბავშვს შორის ნამდვილად არსებობდა ურთიერთობა, მათი წინააღმდეგობის მიუხედავად, თუმცა, ისინი ჩანდნენ, როგორც შეყვარებული წყვილი და ამის შესახებ გოგონას ოჯახმაც იცოდა.

ყველა ამ განცხადების მიუხედავად, 38 წლის მამაკაცი უკვე ციხეში გადაიყვანეს.

onalem

ტესტ