fbpx
საზოგადოება

“სახლში იყო, უეცრად კომაში ჩავარდა და დედის ხელებში დაიღუპა” – 22 წლის ბერძენი გოგონას გარდაცვალებამ საზოგადოება შეძრა

ილიასში 22 წლის დიმიტრას უეცარმა გარდაცვალებამ საზოგადოება შეძრა. საუბარია ახალგაზრდა გოგონაზე, რომელიც აბსოლუტურად მოულოდნელად დაიღუპა.

გავრცელებული ინფორმაციით, დიმიტრა სახლში, ოჯახთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც თავი შეუძლოდ იგრძნო და გონება დაკარგა. მასთან მაშინვე დედა მივიდა და ცდილობდა შვილს დახმარებოდა, პარალელურად კი, რა თქმა უნდა, სასწრაფო სამედიცინო ბრიგადა გამოძახეს.

ირკვევა, რომ გოგონა საავადმყოფოში გადაყვანისას უკვე გარდაცვლილი იყო, მანამდე კი, გონების დაკარგვისას, კომატოზურ მდგომარეობაში ჩავარდა.

ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომ გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ფილტვის ემბოლია (სისხლძარღვის დაცობა) გახდა.

22 წლის დიმიტრა გინეკოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობდა. მისმა გარდაცვალებამ დიდ მწუხარებაში ჩააგდო არა მხოლოდ ოჯახი, არამედ ყველა, ვინც მას იცნობდა.

 

onalem

ტესტ