fbpx
საბერძნეთი

გადაადგილების აკრძალვა 18:00 საათიდან და მხოლოდ Click Away – ატიკა “წითელ” ზონაში შედის

ინფექციური დაავადებების სპეციალისტი და ექსპერტთა კომიტეტის წევრი, ნიკოს სიფსასი აცხადებს, რომ განიხილება 18:00 საათიდან გადაადგილების აკრძალვის საკითხი.

მისი თქმით, კომიტეტს განსაკუთრებით აწუხებს ბოლო დღეებში გართულებული ეპიდმდგომარეობა, განსაკუთრებით ატიკის რეგიონში. აქედან გამომდინარე, მოსალოდნელია სცენარის შეცვლა და იმის ნაცვლად, რომ ზომების მოხსნის თვალსაზრისით, ერთი ნაბიჯი წინ გადაიდგას, ზომები გამკაცრდება.

ატიკის რეგიონს ერთი ნაბიჯი აკლია იქამდე, რომ “წითელი” ზონების სიაში შევიდეს, ეს კი ნიშნავს, რომ მოვლენები განვითარდება შემდეგი გზით:

  • გაიხსნება უმაღლესი სკოლების მხოლოდ და მხოლოდ გ’ განყოფილება.
  • მაღაზიებში შესვლა მომხმარებლებისთვის აიკრძალება და დაბრუნდება Click Away-ს გზით ვაჭრობის მეთოდი.
  • გადაადგილება შესაძლოა აიკრძალოს საღამოს 18:00 საათიდან.

აღსანიშნავია, რომ ბოლო კვირებში გაზრდილია საავადმყოფოებში მიმართვიანობა და რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებულთა რიცხვი. ამ დროისთვის ქვეყანაში დაკავებულია სპეციალური საწოლების 60%-ზე მეტი.

ოფიციალური ინფორმაცია საღამოსთვის გავრცელდება.

 

onalem

ტესტ