fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთის პოლიციის 7 ოფიცერი 20 წლის ბიჭის მკვლელობისთვის დააკავეს

დღეს გამთენიისას პერამაში პოლიციელთა დევნას 20 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც უკვე ცნობილია, ოფიცრები მოპარულ მანქანას აედევნნენ და ვინაიდან შიგ მსხდომები მათ სიგნალს არ დაემორჩილნენ, ყველაფერი სერიოზულ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

მანქანასა და ოფიცერთა მოტოციკლებს შორის მოხდა შეჯახება, შემდეგ კი, პოლიციელებმა ცეცხლი გახსნეს და საკმაოდ ბევრჯერ ისროლეს (30-ჯერ მაინც), რასაც მანქანის მძღოლის გარდაცვალება მოჰყვა, ხოლო კიდევ ერთი, 16 წლის ბიჭი დაიჭრა. მანქანაში მყოფმა მესამე პირმა მიმალვა მოასწრო და იძებნება.

არსებული ინფორმაციით, მკვლელობის ბრალდებით 7 პოლიციელია დაკავებული.

onalem

ტესტ