fbpx
საბერძნეთი

დღეს ან ხვალ საბერძნეთში ყველაზე კრიტიკული რიცხვი დაფიქსირდება – ძანაკისის შემაშფოთებელი პროგნოზი

ნიკოს ძანაკისმა გამოთქვა შემაშფოთებელი პროგნოზი, რომ დღეს ან ხვალ საბერძნეთში შემაშფოთებელი რიცხვი დაფიქსირდება. ის ვარაუდობს, რომ რეკორდული მონაცემი ამ დრომდე ჯერ კიდევ არ დაფიქსირებულა და პანდემიის პიკი დიდხანს გასტანს.

“მე ვიმედოვნებ, რომ დეესკალაცია გვექნება 15 აპრილიდან. უბრალოდ, ამ დროისთვის მოველით, რომ ინფიცირებულთა რიცხვი მიაღწევს 5.000-სს დღეს ან ხვალ.

ჯობს, რომ მაღაზიები ღია იყოს, თუკი ახლა მოვლენების განვითარება აჩვენებს, რომ მათი მუშაობა არ ახდენს გავლენას ეპიდმდგომარეობაზე, მაშინ შეიძლება, რომ ახაიაში, თესალონიკსა და კოზანშიც გაიხსნას მაღაზიები.

ვერ ვგებულობ, რატომ ვუკრძალავთ ადამიანებს ქალაქგარეთ გასვლას?! არ სჯობს, რომ ცენტრს მოშორდნენ და შესაბამისად, ხალხმრავლობაც აღარ შეიქმნას?! საბედნიეროდ, მათ გასვლა შაბათ-კვირას მაინც შეუძლიათ. ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ ხალხს გარეთ ვხედავდი, ეს მათ დაეხმარებათ, ზომების უკეთესად დაცვაშიც.

რაც შეეხება კაფეებისა და რესტორნების გარე ტერიტორიების გახსნას, მივესალმები, რადგან ეს ახლა ძალიან სასარგებლოა, პანდემიის ზეწოლის შესამცირებლად. კაფეებში დასხდომა ადამიანების კომუნიკაციას გახდის ბევრად ორგანიზებულს, დაცული იქნება დისტანციები და ადამიანების ფსიქოლოგია გაუმჯობესდება,” ამბობს ძანაკისი.

 

onalem

ტესტ