fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: ავტობუსებში, მეტროში, გემებსა და თვითმფრინავებშიც მკაცრი შემოწმებები იწყება

მას შემდეგ, რაც საბერძნეთში სარკინიგზო კატასტროფა მოხდა, სატრანსპორტო საშუალებები მკაცრი კონტროლი იწყება. ტემპის ტრაგედიას 57 ადამიანი ემსხვერპლა, ამ უმძიმესმა სარკინიგზო კატასტროფამ მთავრობა აიძულა, რომ დაუყოვნებლივ დაიწყოს შემოწმებები, თითოეული საშუალების უსაფრთხოების დონის გამოსავლენად.

აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს კირიაკოს მიცოტაკიმ პრემიერის სასახლეში გამართულ სხდომაზე მიიღო, რომელიც სწორედ ამ კონკრეტული თემის განსახილველად შედგა.

შემოწმებები განხორციელდება ავტობუსების, ტროლეიბუსების, მეტროს, გემებისა და თვითმფრინავების უსაფრთხოების დონის დასადგენად.

უნდა აღინიშნოს, რომ ათენში მოძრავი ავტობუსები არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობაშია და მიუხედავად ამისა, რომ ბევრი მათგანი ჩანაცვლდა ახლით, მაინც არის დიდი რაოდენობა, რომელთაც ასე ვთქვათ, გასული აქვთ ვადა, რომელიც მათ სრულყოფილ ფუნქციონირებას განსაზღვრავს.

 

onalem

ტესტ