fbpx
საბერძნეთი

1-ლი აპრილიდან საბერძნეთში მინიმალური ხელფასი 40-დან 50 ევრომდე იზრდება – 2027 წელს მინიმალური ხელფასი 950 ევრო უნდა იყოს

როგორც უკვე ცნობილია, საბერძნეთში მინიმალური ხელფასი 2024 წლის 1-ლი აპრილიდან იზრდება და მედია უკვე საუბრობს თანხის რაოდენობაზე, რომელიც ექნება ყველა იმ ადამიანს, რომელიც სამსახურებში მინიმალურ ხელფასზე მუშაობს.

როგორც ფინანსთა მინისტრი იუწყებოდა, მინიმალური ხელფასის რაოდენობა გადააჭარბებდა 800 ევროს და არსებული ცნობებით, თანხა შეიძლება გაიზარდოს 820 ან 830 ევრომდე, შესაბამისად, გამოდის, რომ მატება დაფიქსირდება 40 ან 50 ევროთი.

ფაქტობრივად, 820-830 ევრო იქნება ის მინიმალური ზღვარი, რასაც თანამშრომელი სრულ განაკვეთზე (8სთ) მუშაობისას აიღებს, თუმცა, ცხადია, არა სუფთად ხელზე, არამედ დაზღევევასთან ერთად.

ამჟამად მინიმალური ხელფასი უდრის 780 ევროს და ხელზე ასაღები თანხა არის 670 ევრომდე, შესაბამისად, ცვლილებების ამოქმედების შემთხვევაში, ხელზე ასაღები თანხაც მოიმატებს.

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული მატება არც თუ ისე დიდია, მთავრობა აცხადებს, რომ 2027 წლისთვის მინიმალური ხელფასის ოდენობა 950 ევრომდე გაიზრდება და ეს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

onalem

ტესტ