fbpx
საბერძნეთი

საგანგებო პროგნოზი საბერძნეთში: ამინდის მკვეთრი გაუარესება, წვიმა და ძლიერი ქარი

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახური ავრცელებს საგანგებო პროგნოზს, რომლის მიხედვითაც, საბერძნეთში დღეს საღამოდან ამინდი მკვეთრად უარესდება. რამდენიმე რეგიონში ტემპერატურის ვარდნა დაფიქსირდება, თუმცა, ამინდის შეცვლის ძირითადი მახასიათებლებია ძლიერი წვიმა და ძლიერი ქარი.

ამრიგად, ამინდი გაუარესდება დღეს საღამის საათებში და წვიმა დაიწყება იონიის ზღვის კუნძულებიდან, შემდეგ ნელ-ნელა გავრცელდება იპიროს, დასავლეთ სტერეასა და დასავლეთ პელოპონისოს ტერიტორიებზე.

იქროლებს ქარი, რომლის ძალაც 7-8 ბალს მიაღწევს, ხოლო ეგეოსის ზღვაში 9 ბალს.

ხვალ, 7 იანვარს, მოსალოდნელია ძლიერი წვიმა დასავლეთ საბერძნეთში, გვიან ღამით ფენომენი შედარებით შესუსტდება, თუმცა, ორშაბათს გამთენიისას გავრცელდება აღმოსავლეთ მაკედონიის, თრაკისა და აღმოსავლეთ ეგეოსის ტერიტორიებზე.

ათენში დღეს მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ჰაერი გათბება 17 გრადუსამდე, ხოლო ხვალ კვირას, მოსალოდნელია პერიოდული წვიმა, ტემპერატურა დარჩება იგივე მაჩვენებელზე.

როგორც პროგნოზის მიხედვით ჩანს, ტემპერატურის რადიკალური კლება მოსალოდნელია მომდევნო კვირის სამშაბათი დღიდან, როდესაც დაფიქსირდება 12 გრადუსი, ხოლო ოთხშაბათიდან მაქსიმუმ 8-9 გრადუსი.

onalem

ტესტ