fbpx
საბერძნეთი

“შობამდე ომონია უნდა ჩაგაბაროთ, სუფთა, უსაფრთხო და ბევრად ლამაზი” – კოსტას ბაკოიანის

ათენის მერის, კოსტას ბაკოიანის განცხადებით, სულ მალე ომონია და ლიკავიტოს მთა სახეს სრულიად შეიცვლის.

ახალი ამბავი არ არის, რომ ომონიის მოედანზე მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს და ყველას აინტერესებს, თუ როდის დასრულება რესტავრაცია, როგორი სახე ექნება ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ და ცენტრალურ მოედანს.

როგორც ბაკოიანისი მოსახლეობას ჰპირდებოდა, ომონიის მოედნის აღდგენა შობამდე უნდა დასრულებულიყო. კონკრეტული ვადები უცნობია, თუმცა, მერი დაზუსტებით ამბობს, რომ ომონიის განახლება 80 მილიონ ევრომდე ჯდება და მაქსიმალურად იქნება შესრულებული ყველა მოთხოვნა, რომ მოედანი გახდეს მრავალფუნქციური.

“ომონია არის ორიენტირი. ის უნდა გაცოცხლდეს უფრო მეტად და ჩვენ ამისთვის ბევრი სამუშაო გვაქვს. მომდევნო თვეებში აქ 10-ზე მეტი სასტუმრო გაიხსნება, სადაც თითოეულში 2.000 ოთახი იქნება. ომონიის მოედანი უნდა იყოს ბევრად სუფთა და რაც მთავარია, უსაფრთხო.”

onalem

ტესტ