fbpx
საბერძნეთი

მომდევნო 10 დღის მანძილზე 25-26 გრადუსი საბერძნეთში – მაისის ტემპერატურა აპრილის თვეში

როგორც ვხედავთ, დღეიდან ჰაერში აფრიკული მტვრის ინტენსივობა შემცირდა, ეს მოვლენა საბერძნეთს ტოვებს, მაგრამ როგორც ჩანს, თბილი ამინდები მაინც შენარჩუნდება.

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის პროგნოზის მიხედვით, ქვეყანაში მომდევნო 10 დღის მანძილზე მაისის ტემპერატურა გვექნება და ჰაერი 25-26 გრადუსამდე გათბება.

უნდა აღინიშნოს, რომ გუშინ, 2 აპრილს, 31 გრადუსიც კი დაფიქსირდა, არგოსის ტერიტორიაზე თერმომეტრმა აჩვენა 31,6 გრადუსი.

დღეიდან აღნიშნული მაჩვენებლები ნელ-ნელა უკუსვლას დაიწყებს, მიუხედავად ამისა, ტემპერატურის რადიკალური ვარდნა არ არის მოსალოდნელი, მოკლედ რომ ვთქვათ, ნაცვლად 30-31 გრადუსისა, გვექნება 25-26 გრადუსი, რაც ასევე არ არის შესაბამისი მიმდინარე სეზონისთვის.

onalem

ტესტ