fbpx
საბერძნეთი

დღეს 26 გრადუსი საბერძნეთში – ხვალიდან ტემპერატურა კიდევ უფრო იმატებს

როგორც ბერძენი სინოპტიკოსები გვპირდებიან მომდევნო ოთხი დღის მანძილზე საბერძნეთში სეზონისთვის უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელი, დღეს ჰაერი 26 გრადუსამდე გათბება ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე, ხვალიდან კი, 27 გრადუსამდე, ზოგან სინოპტიკოსები 30 გრადუსსაც კი გვპირდებიან.

საბერძნეთში მიმდინარე ვითარება გამოწვეულია აფრიკული ჰაერის მასების შემოჭრით, რაც იწვევს საჰარის მტვრის გადმოტანას და ტემპერატურის მატებას, მაჩვენებლები 16-18 გრადუსით მეტია იმაზე, რაც სეზონისთვის ჩვეულებრივ არის დამახასიათებელი.

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახური აცხადებს, რომ სახეზე გვაქვს კლიმატური კრიზისის შედეგები და მსგავსი ვითარება ფიქსირდება აშშ-ში, აღმოსავლეთ კანადასა და გრენლანდიაში.

ათენში მოსალოდნელია, რომ 28 გრადუსი დაფიქსირდეს სამშაბათს, 2 აპრილს, რაც მარტის თვისთვის რეკორდული მაჩვენებელია.

აპრილის თვის პირველი ორი კვირის მანძილზე ამინდის რადიკალური ცვლილებები მოსალოდნელი არ არის.

onalem

ტესტ