fbpx
საბერძნეთი

დღეს საბერძნეთში მაღაზიები ღიაა – იმუშავებენ 16:00 საათამდე, ზოგი კი, 18:00 საათამდე

სააღდგომო გრაფიკის ფარგლებში საბერძნეთში დღეს, 28 აპრილს, მაღაზიები ღიაა და მომხმარებელს მოემსახურებიან.

როგორც სავაჭრო ასოციაცია აცხადებს, მაღაზიების უმეტესობა ღია იქნება 16:00 საათამდე, ხოლო ზოგი მაღაზია 18:00 საათამდე, ეს დამოკიდებულია თავად ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებაზე.

რაც შეეხება უკვე აღდგომის კვირას, ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით მაღაზიები ღია იქნება 09:00 საათიდან 21:00 საათამდე.

წითელ პარასკევს ღია იქნება 13:00 საათიდან 19:00 საათამდე, დიდ შაბათს მოსალოდნელია, რომ იმუშაონ 09:00 საათიდან 15:00 საათამდე.

აღდგომის კვირას, ორშაბათსა და სამშაბათს ყველაფერი დაკეტილი იქნება.

onalem

ტესტ