fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

“არ იცოდნენ, რომ 19.000 ევროდ ბავშვს ყიდულობდნენ, ეგონათ, რომ ეს პროცესის ხარჯი იყო” – რას ამბობს წყვილის ადვოკატი, რომელსაც ბავშვის უკანონოდ აყვანა სურდა

როგორც უკვე ცნობილია, თესალონიკში ბავშვის შვილად უკანონოდ აყვანის ფაქტის გამოვლენის შედეგად რამდენიმე ადამიანი დააკავეს, მათ შორის ბავშვის ბიოლოგიური მშობლები, წყვილი, რომელსაც ბავშვის ყიდვა სურდა, მათი ადვოკატი და კიდევ ერთი მამაკაცი, რომელიც შუამავლის როლს თამაშობდა.

წყვილის ადვოკატი აცხადებს, რომ მათ არ იცოდნენ საქმის დეტალები და არც ის, რომ 19.000 ევრო, რომელიც უნდა გადაეხადათ, ბავშვის “შეძენისთვის” განკუთვნილი თანხა იყო, არამედ ეგონათ, რომ ეს ფული სხვადასხვა სამართლებრივი პროცესებისთვის იყო საჭირო, რომელთა შედეგადაც ბავშვი მათი კანონიერი შვილი გახდებოდა. ადვოკატი ამატებს, რომ როდესაც მისმა კლიენტებმა გაიგეს, რომ არალეგალურ პროცესში გაეხვივნენ და ბევრი პრობლემა წარმოიშვა, უკან დაიხიეს.

როგორც უკვე ცნობილია, დაკავებულებს რამდენიმე დღე აქვთ ოფიციალური ჩვენების მისაცემად, ბიოლოგიური მშობლები და მათი შუამავალი ბულგარეთის მოქალაქეები არიან და საბერძნეთში ქალი სწორედ ბავშვის გაჩენისა და შემდეგ მისი გაყიდვის მიზნით ჩამოიყვანეს.

წყვილის ადვოკატი ამბობს, რომ საბერძნეთში საჭიროა ცვლილებების შეტანა ბავშვის აყვანასთან დაკავშირებულ კანონებში, რადგან რაც უფრო დიდ სირთულეებს და დროს უკავშირდება ეს პროცესი, მით მეტია შანსი, რომ ადამიანებმა უკანონო გზებს მიმართონ.

onalem

ტესტ