fbpx
საბერძნეთი

“კალმარის ერთი პორცია 79 ევროდან, ესპრესო კი, 15 ევრო” – გერმანული მედია მოსახლეობას მიკონოს შესახებ აფრთხილებს

მიკონოსზე მომხდარი სკანდალი კრაბის ფეხებთან დაკავშირებით, რომელშიც ამერიკელებმა 600 ევრო გადაიხადეს, საკმარისი გახდა იმისთვის, რომ მსოფლიო მედია ამ კუნძულზე არსებული მდგომარეობის განხილვით დაკავდეს. როგორც ირკვევა, ამჯერად გერმანული ბიზნეს-გაზეთი წერს საკონსულტაციო სტატიას მათთვის, ვისაც საბერძნეთში, კერძოდ კი, ქარების კუნძულზე მოგზაურობა სურს.

Handelsblatt წერს, რომ ვინც მიკონოზე წასვლას აპირებს, კარგად უნდა დაფიქრდეს, რადგან კოსმოპოლიტურ კუნძულზე ერთი პორცია კალამარი 79 ევრო ღირს, ხოლო თუ ესპრესოს მირთმევას მოისურვებთ, ეს სიამოვნება 15 ევრო დაგიჯდებათ. სოციალურ ქსელებში ბევრი საჩივარი ვრცელდება იმ არარეალურ ფასებთან დაკავშირებით, რომლებიც მიკონოზე ფიქსირდება და მიუხედავად იმისა, რომ საბერძნეთი პანდემიის შემდეგ შვებულების გასატარებლად ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი დანიშნულებაა, მიკონოსზე წასვლას საშუალო სოციალური ფენის წარმომადგენლები თავს არიდებენ.

როგორც უკვე ცნობილია, ამერიკელებმა მიკონოს ცნობილ ბარ-რესტორანს დიდი თანხის გადახდისა და სიტყვიერი მუქარის გამო უჩივლა კიდეც.

გერმანული გაზეთი წერს, რომ საკმაოდ იაფი ქვეყანა, ტურისტული თვალსაზრისით, თურქეთია, მიუხედავად იმ ინფლაციისა, რაც იქ ფიქსირდება. ლირასთან მიმართებაში, ტურისტებს გაცილებით ნაკლების გადახდა მოუწევთ, ვიდრე ევროში გადაიხდიდნენ.

 

onalem

ტესტ