fbpx
პოლიტიკასაბერძნეთი

საგანგებო მდგომარეობა საბერძნეთის საზღვარზე: ჯავშანტექნიკა, დრონები და თერმული კამერები მეტი უსაფრთხოებისთვის

საბერძნეთი ევროსის საზღვრის გაძლიერებაზე მუშაობს, ვინაიდან, როგორც ირკვევა, ბოლო ორი კვირის მანძილზე არალეგალი იმიგრანტების რაოდენობამ 20%-ით მოიმატა.

სამოქალაქო დაცვის სამინისტრო და პოლიციის გენერალური შტაბი ახალი თურქული პროვოკაციებისთვის ემზადებიან, რაც იმიგრანტების გამოდევნაში გამოიხატება, როგორც ეს მოხდა მარტის თვეში.

პარალელურად, ტრეფიკერები აქტიურად ცდილობენ, რომ ეს ადამიანები მდინარის საშუალებით გამოდევნონ საბერძნეთის ტერიტორიაზე, რის გამოც, პატრულირება გაძლიერდა ამ მხრივაც.

ΣΚΑΪ-ს მიხედვით, მათგან ბევრი ითხოვს პოლიტიკურ თავშესაფარს და თავს თურქული რეჟიმის ოპონენტებად წარმოადგენს.

ევროსის საზღვარზე მოქმედი პოლიცია ყოველდღე 200-დან 400 ადამიანამდე შეკავებას ცდილობს. ირკვევა, რომ ამ ტერიტორიაზე დაემატა 15 თერმული კამერა, 10 ჯავშანტექნიკა (ჯიპი), 5 ნავი და 4 სპეციალური დრონი.

onalem

ტესტ