fbpx
საბერძნეთი

“არცერთი ბავშვი პირბადით სკოლაში” – წარმოუდგენელი აქციები საბერძნეთში

საბერძნეთის პოლიცია აქტიური მუშაობის შედეგად გავიდა ორი ქალის კვალზე, რომელთაც ირაკლიოში საპროტესტო აქციის ორგანიზება ედებათ ბრალად.

კერძოდ, გუშინ, ირაკლიოს ცენტრში დაახლოებით 500 ადამიანი შეიკრიბა და სკოლებში ნიღბების ტარებაზე დაწესებულ კანონს აპროტესტებდა. მონაწილეებს ჰქონდათ ბანერები, რომლებზეც ეწერათ “არა შიშს!” “არჩევანი ნიშნავს თავისუფლებას!”

ამ დროისთვის იძებნებიან 30 და 33 წლის ქალები აღნიშნული აქციის ორგანიზებისთვის.

უმნიშვნელოვანესია აღინიშნოს, რომ ირაკლიო არის ერთ-ერთი ის ტერიტორია, სადაც კორონავირუსით ინფიცირების მომატებული შემთხვევების გამო საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და აკრძალულია 9 ადამიანზე მეტის ერთად შეკრება, ყველანაირი ღონისძიება, ხოლო ნიღბის ტარება სავალდებულოა როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეებში.

მსგავსი აქცია გაიმართა ათენშიც, სინდაღმაზე, სადაც თავი მოიყარეს სასულიერო პირებმაც კი.

“არცერთი ბავშვი პირბადით სკოლაში!” “არა სავალდებულო ტესტებს!” – ასეთი იყო მათი სლოგანები.

 

onalem

ტესტ