fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

“შეიძლება გვქონდეს მარტის თვეზე უფრო ძლიერი ტალღა” – მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოვლენების განვითარებასთან დაკავშირებით ზამთარში

პროფესორი ხარალამბოს გოგოსი მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები ზამთარში. საუბარია სამი სახის სცენარზე, რომელთაგან ერთ-ერთი ყველაზე უარესია.

კერძოდ, გოგოსის მიხედვით:

პირველი სცენარის შემთხვევაში გვექნება მარტის თვეზე გაცილებით ძლიერი ტალღა ანუ დაფიქსირდება უპრეცენდენტო რაოდენობის ახალი შემთხვევები და შემდეგ ვირუსი დაუძლურდება. მისი თქმით, ეს არის ყველაზე უარესი სცენარი, რომელსაც კი ექსპერტები განიხილავენ. ამ ეტაპისთვის ჩვენ უკვე ვიცით ვირუსის ქცევა და ჯანდაცვის სისტემა უკეთ არის მომზადებული.

მეორე სცენარის მიხედვით საბერძნეთში კორონავირუსის არც თუ ისე ძლიერი ტალღები გამუდმებით იქნება აქტიური.

მესამე სცენარის მიხედვით გვექნება ვირუსის გავრცელების ტალღები, რომლებიც იქნება ერთმანეთზე უფრო სუსტი და 2021 წლამდე უკვე ყველაფერი დასრულდება.

შეგახსენებთ, რომ პროფესორი ხარალამბოს გოგოსი გამორიცხავს სრული კარანტინის გამოცხადების შესაძლებლობას იმ შემთხვევაშიც კი, თუკი პირველი სცენარი განვითარდება.

onalem

ტესტ