fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ბერძნების ჯგუფი, რომელიც სამყაროს დასასრულისთვის ემზადება – ისინი მზად არიან მესამე მსოფლიო ომისთვისაც

გუშინ ანტონის სროიტერის გადაცემის საშუალებით მომზადდა სიუჟეტი ბერძნების ჯგუფზე, ადამიანებზე, რომლებიც სამყაროს დასასრულისთვის ემზადებიან და ამისთვის, პირდაპირი გაგებით, ყველაფერს აკეთებენ.

კერძოდ, ისინი არიან ბერძენი Prepper-ები, რაც ნიშნავს ადამიანს, რომელიც მუდმივად ემზადება, მუდმივად ვარჯიშობს და სრულად არის აღჭურვილი, გაუძლოს მესამე მსოფლიო ომსაც, ატომურ თავდასხმასაც და როგორც თავად ამბობენ, მათი სახლები უძლებენ ბომბის დაცემასაც.

ამ ადამიანებს აქვთ საკვების, წამლების, სხვადასხვა ხელსაწყობისა და იარაღის საწყობი, მომარაგებული აქვთ ეს ყველაფერი, რათა მოსალოდნელ კატასტროფას გაუძლონ.

“ეს არის პრევენციის ფილოსოფია, ყველაფრისთვის მომზადების თვალსაზრისით, რაც შეიძლება რომ მოხდეს. გადარჩენა კიდევ სხვა რამეა, რადგან ყველას ჰგონია, რომ არასოდეს არაფერი დაემართება. Prepper-ად ყოფნა არ არის რაიმე დესტრუქციული შეთქმულება, არამედ ის არის ადამიანი, რომელიც ემზადება განსხვავებული სიტუაციებისთვის, ჯარის მსგავსად, სპორტსმენების მსგავსად,” ამბობს ერთ-ერთი მათგანი და აღნიშნავს, რომ მისი სახლი ბოლო 30 წელია მსგავს მზადყოფნაშია და ყველაფერს უძლებს.

onalem

ტესტ