fbpx
საბერძნეთი

პაკისტანელები სისხლიან თავდასხმებს ამზადებდნენ ათენის ცენტრში – აპირებდნენ, რომ ბომბები დაემონტაჟებინათ

ბერძნული მედიის მიერ ცნობილი გახდა, რომ პაკისტანელები, რომლებიც ტერორიზმის ბრალდებით დააკავეს, ათენის ცენტრში განსაკუთრებით სისხლიანი თავდასხმების მოწყობას აპირებდნენ. საუბარი არ არის მხოლოდ ფსირიში მდებარე რესტორან-სინაგოგაზე, არამედ აპირებდნენ, რომ ბომბი დაემონტაჟებინათ ათენის ცენტრალურ ტერიტორიაზე.

ამას გარდა, ამოღებულია ვიდეო-მასალა, რომელიც აღწერს კონკრტული პირის გადაადგილებას. გამოძიების მიხედვით, პაკისტანელები აპირებდნენ, რომ ეს ადამიანი მოეკლათ. როგორც ირკვევა, 2022 წლის 2 ნოემბერს ერთ-ერთ პაკისტანელს ირანში მცხოვრები მეთაური ეუბნებოდა, რომ მისთვის ჯერ იარაღი ეჩვენებინა, რომლითაც თავდასხმა უნდა მომხდარიყო და შემდეგ შეესრულებინა გეგმა, ცხადია, ამ ყველაფრის დასრულებისთანავე თანხას მიიღებდნენ.

ასევე, პაკისტანელს ლიდერი სთხოვდა, რომ თავდასხმის ადგილებში აუცილებლად განეთავსებინა ვინმე, ვინც ვიდეოებსა და ფოტოებს გადაიღებდა, შესაბამისად, მან მალევე შეასრულა ბრძანება. როგორც უკვე ცნობილია, სინაგოგაში, რომელშიც თავდასხმის მოწყობას აპირებდნენ, 40-50 ადამიანი მაინც უნდა ყოფილიყო.

 

onalem

ტესტ