fbpx
საბერძნეთი

ძველი, ღილაკებიანი ტელეფონები ბრუნდება?! – ახალი თაობის ციფრული დეტოქსი და ფსიქიკური ჯანმრთელობის ხელშეწყობა

ფსიქიკური პრობლემების გახშირება, რაც ძირითადად გამოწვეულია სოციალურ მედიაზე დამოკიდებულებით, შესაბამისად, მობილურ ტელეფონებზე დამოკიდებულებით, მათი მრავალფუნქციური უნარების გამო, უბიძგებს ახალგაზრდებს, რომ დაუბრუნდნენ “სულელ” ტელეფონებს. ეს არის ერთგვარი ალტერნატივა, რომ მობილური ტელეფონი გამოიყენონ მხოლოდ აუცილებელი ზარებისთვის და სხვა არაფრით დაკავდნენ.

Nokia-ს მარკეტინგის განყოფილების ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ე.წ. “სმარტფონებიდან” “სულელ” ტელეფონებზე გადასვლის ტენდენცია სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება და მათზე მოთხოვნის გაზრდას “ციფრულ გადაწვას” უკავშირებს.

მწარმოებლები იშვიათად ასახელებენ ზუსტ ციფრებს გაყიდვებთან დაკავშირებით, მაგრამ შვეიცარიული კომპანია Punkt აცხადებს, რომ ძველი, ღილაკებიანი ტელეფონების მოხმარება ნამდვილად გახშირდა და გაყიდვები გაიზარდა 30%-ით, ჯერ კიდევ 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით. თავად Nokia-ს მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, გაყიდვები 2022 წელს გაორმაგდა და კომპანია ამ მოდელების გაყიდვის სტაბილურ ზრდას 2023 წელსაც ელის.

მეორეს მხრივ, Counterpoint-ის კვლევაც ადასტურებს, რომ “სულელი” ტელეფონები სულ უფრო და უფრო მოთხოვნადი ხდება და 2023 წელს აშშ-ში 2.8 მილიონამდე გაყიდვას ელოდებიან. გარდა “ციფრული დეტოქსისა”, ღილაკებიანი ტელეფონის უპირატესობა მათი დაბალი ფასი და გამძლე ბატარეაც არის.

onalem

ტესტ