fbpx
საბერძნეთი

სად მიდიან ბერძნები სააღდგომოდ – 3 ღამე 1,055-1,185 ევრო და ჯავშნები, რომლებიც 97%-ს აღწევს

აღდგომის დღესასწაული ახლოვდება და გამომდინარე იქიდანაც, რომ წელს 7 მაისიც დასვენების დღეა, რადგან შრომის დღე აღინიშნება, გაცილებით მეტი დრო გვაქვს, თუკი დედაქალაქის დატოვებას ვაპირებთ. საინტერესოა, სად მიდიან ბერძნები სააღდგომოდ, რომელი კუნძულებია ყველაზე გადატვირთული და რა ღირს სამი ღამის გატარება დანიშნულების ამა თუ იმ ადგილას.

როგორც Iefimerida იუწყება, ყველაზე პოპულარული მიმართულება კუნძული იდრაა, სადაც Airnbn-ის 97% დაჯავშნილია და სამი ღამის ღირებულება 1,055 ევროდან იწყება, შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ ძვირია. ასევე, ჯავშნების დიდი რაოდენობა ფიქსირდება შემდეგ კუნძულებზე: სპეცეს, ტინოს, ხიოს, სიროს, პატმოს, ეგინა, აგისტრი, კერკირა, მიკონოს, სანტორინი.

”წელს საკმაოდ კარგი მოლოდინები გვაქვს, რომლებიც უკვე მართლდება. მაგალითად სიროსზე ჯავშნები 82%-ს აღწევს, ხიოსზე 78%-ს, ტინოსზე 85%-ს და წინ ჯერ კიდევ გვაქვს დრო,” აცხადებს E- Real Estates-ის პრეზიდენტი, თემისტოკლის ბაკასი.

onalem

ტესტ