fbpx
საბერძნეთი

უჩვეულო შემთხვევა საბერძნეთის კუნძულზე: 80 სანტიმეტრის სიღრმის აუზიდან 23 წლის ბიჭი გარდაცვლილი ამოიყვანეს

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა კუნძულ ზაკინთოზე მოხდა. ირლანდიელი ტურისტი, 23 წლის ახალგაზრდა მცირე სიღრმის აუზიდან უგონო მდგომარეობაში ამოიყვანეს და პირველადი დახმარება გაუწიეს, მაგრამ მისი გადარჩენა შეუძლებელი აღმოჩნდა.

როგორც ირკვევა, შემთხვევა გუშინ, 25 ივნისს მოხდა, ლაგანას ტერიტორიაზე, რომელიც ბრიტანელების საყვარელი ადგილია ზაკინთოზე. ტურისტები წვეულებაზე იმყოფებოდნენ, რა დროსაც ერთ-ერთმა მათგანმა, 23 წლის ირლანდიელმა გონება დაკარგა და აუზში ჩავარდა. უნდა აღინიშნოს, რომ აუზის სიღრმე მხოლოდ 80 სანტიმეტრია და ეს არ იყო მიზეზი, რომლის გამოც ის უგონო მდგომარეობაში ამოიყვანეს ზემოთ. ადგილზე იმყოფებოდა მაშველიც, რომელმაც დაუყოვნებლივ გაუწია პირველადი დახმარება, თუმცა, ბიჭი გარდაიცვალა.

გარდაცვლილი ტურისტის ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს, რათა სიკვდილის ზუსტი მიზეზი დადგინდეს. აშკარაა, რომ ის დახრჩობას არ ემსხვერპლა, რადგან არც ცურვაზე ჰქონდა პრობლემა და სიღრმე გაცილებით ნაკლები იყო მის სიმაღლეზე. არ გამოირიცხება შესაძლებლობა, რომ მას გულზე შეექმნა პრობლემა ან რაიმე ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იყო.

 

onalem

ტესტ