fbpx
საბერძნეთი

წვიმა, სეტყვა და მაღალი ტემპერატურა, 35 გრადუსამდე – ამინდმა შესაძლოა რამდენიმე რეგიონში პრობლემები გამოიწვიოს

როგორც ჩანს, ივნისის თვე არასტაბილური ამინდით გვემშვიდობება და სინოპტიკოსები კვლავ ნალექს გვპირდებიან. ქვეყნის უმეტეს ნაწილში მოსალოდნელია წვიმა, სეტყვა და ღრუბლიანობა, მაგრამ ამავე დროს, მაღალი ტემპერატურა. მეტეოროლოგი კლერახოს მარუსაკი ავრცელებს გაფრთხილებას, რომ კონკრეტულ რეგიონებში სეტყვამ შესაძლოა ზარალიც კი გამოიწვიოს.

კონკრეტულად, მაკედონიასა და თრაკიში მოსალოდნელია ღრუბლიანობა და პერიოდული წვიმები, იქროლებს ქარი, 3-დან 5 ბალამდე სიძლიერის, ტემპერატურა უმეტეს ტერიტორიებზე 32 გრადუსამდე იქნება, ხოლო ცენტრალურ რეგიონებში, 34-35 გრადუსამდე აიწევს.

“მინდა ვთქვა, რომ მომდევნო 48 საათის მანძილზე ამინდი არასტაბილური იქნება და ფენომენი ნელ-ნელა გაძლიერდება თესალიასა და შემდეგ კიდევ უფრო სამხრეთით. ვვარაუდობ, რომ სეტყვამ შესაძლებელია გამოიწვიოს ზარალი და პრობლემები, შესაბამისად, მოსახლეობა მზად უნდა იყოს ამ სახის ნალექისთვის. 

არასტაბილურობა შემცირდება ოთხშაბათიდან და ეტაპობრივად გამოიდარებს, ტემპერატურაც უფრო მოიმატებს. წელს იმდენად უცნაური ივნისი გვქონდა, რომ ზუსტი პროგნოზების გაკეთება, ჯერ კიდევ ჭირს,” აცხადებს მარუსაკი.

ათენში დღეს ტემპერატურა 21-დან 34 გრადუსამდე იმერყევებს, თესალონიკში კი, ჰაერი 20-დან 32 გრადუსამდე გათბება.

 

onalem

ტესტ