fbpx
საბერძნეთი

პანიკა ΟΑΣΑ-ს ავტობუსში – ცეცხლი მაშინ გაჩნდა, როცა შიგნით მგზავრები იყვნენ

გუშინ ΟΑΣΑ-ს ერთ-ერთ ავტობუსში მგზავრები პანიკამ მოიცვა. ავტობუსი ჩვეულებრივად გადადგილდებოდა, როცა მძღოლმა და მგზავრებმა გააცნობიერეს, რომ მას ცეცხლი გაუჩნდა. ინციდენტი გვიან ღამით მოხდა.

ამ დროს ავტობუსში კოროპის ტერიტორიაზე იმყოფებოდა. მძღოლმა გააჩერა, მგზავრები ავტობუსიდან ჩამოიყვანა და სახანძრო ბრიგადა გამოიძახა. ორი მანქანა ადგილზე სწრაფად გაჩნდა და ცეცხლი ჩააქრეს. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა.

აღნიშნული ინციდენტის დროს, ტელეწამყვანმა და ჟურნალისტმა გიორგოს ლიაგასმა ადგილზე შემთხვევით ჩაიარა და ყველაფერი ტელეფონით გადაიღო, შემდეგ კი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

onalem

ტესტ