fbpx
საბერძნეთი

თესალონიკი: ქარხნიდან გამომავალი ხმაურის გამო ორი მამაკაცი შიგნით შეიჭრა და სროლა ატეხა

წარმოუდგენელი შემთხვევა თესალონიკში მოხდა, სადაც ერთ-ერთ ქარხანაში ორი მამაკაცი შეიჭრა და სროლა ატეხა, ისინი მანამდე თანამშრომლებსაც დაესხნენ თავს.

საუბარია სხვადასხვა ნივთების გადამამუშავებელ ქარხანაზე, სადაც მძიმე ტექნიკა მუშაობს და შესაბამისად, საკმაოდ ძლიერ ხმაურს იწვევს.

როგორც ირკვევა, ალბანელი მამაკაცი, თანამზრახველთან ერთად, რომელიც ბოშაა, ფურგონით შეიჭრა ქარხანაში და თანამშრომლებს ფიზიკურად გაუსწორდა, რადგან ხმაური აწუხებდათ, შემდეგ ისინი მანქანაში ჩასხდნენ და იქაურობა დატოვეს. თუმცა, რამდენიმე წუთში ისევ დაბრუნდნენ და ალბანელმა თანამშრომელთა მიმართულებით ცეცხლი გახსნა.

საქმის მასალების მიხედვით, სროლისას არავინ დაშავებულა, დამნაშავეთა ვინაობა მალევე დაადგინეს და პოლიციამ მოგვიანებით ჩხრეკისას 34 წლის ალბანელის სახლში, ფაქტობრივად, იარაღის საწყობი აღმოაჩინა.

onalem

ტესტ