fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთის პოლიციის ახალი გეგმა – რის წინააღმდეგ იმუშავებენ მომდევნო დღეებიდან?!

სამოქალაქო დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, საბერძნეთის პოლიციას გადაეცა რამდენიმე საკვანძო საკითხი, რომელზე მუშაობაც მომდევნო დღეებიდანვე იწყება.

რაზეა საუბარი?!

აღნიშნულ საკვანძო საკითხებში იგულისხმება შემდეგი თემები: პირადობის ახალი მოწმობების გაცემა, საგზაო უსაფრთხოების დარეგულირება, პოლიციელთა განთავსება იქ, სადაც მათი დეფიტიცი ფიქსირდება, იარაღთან დაკავშირებული კანონის გამკაცრება, არასრულწლოვნებს შორის ძალადობა.

პოლიციის განყოფილებები უკვე აქტიურად მუშაობენ აქედან რამდენიმეზე, მაგალითად: პირადობის მოწმობებზე, თუმცა, წინ წამოიწია პატრულირების გაძლიერების საკითხმა, ვინაიდან მოიმატა როგორც მოზარდებს შორის ძალადობრივი ქმედებების ფაქტებმა, ასევე, მკვლელობების შემთხვევებმა იარაღებით, რომლებიც მფლობელებს ლეგალურად აქვთ გაფორმებული. შესაბამისად, საჭიროა გარკვეული რეგულაციების ამოქმედება ამ კუთხითაც.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს უკანონო პარკირება, საგზაო წესების ისეთი დარღვევა, რაც ხშირ შემთხვევებში საფრთხეს უქმნის როგორც მძღოლების, ასევე ქვეითების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

onalem

ტესტ