fbpx
საბერძნეთი

უსაბუთო ემიგრანტებით სავსე მანქანა ავარიაში მოჰყვა – დაკავებულია 17 წლის ბერძენი გოგო

ბერძნული მედიის ინფორმაციით, თესალონიკში, კერძოდ, ეგნატიას გზატკეცილზე, ავტოავარია მოხდა. როგორც ირკვევა, საგზაო დეპარტემენტის ოფიცრებმა შენიშნეს საეჭვო ავტომობილი, რომელსაც ანიშნეს, რომ გაეჩერებინა და შემოწმება გაევლო, თუმცა, მძღოლი არ დაემორჩილა.

არსებული ცნობებით, მანქანის მძღოლმა დიდი სიჩქარე განავითარა და როდესაც ორეოკასტროს გასასვლელთან იმყოფებოდა, საჭეზე კონტროლი დაკარგა და დამცავ ბარიერებს დაეჯახა.

ადგილზე მობილიზებულმა ოფიცრებმა მძღოლი ვერ იპოვეს, რადგან უკვე გაქცეული იყო, თუმცა, აღმოაჩინეს, რომ მანქანაში უსაბუთო ემიგრანტები ისხდნენ, რომელთაგან ერთი დაშავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამას გარდა, მანქანაში იჯდა კიდევ ერთი ბერძენი გოგო, 17 წლის, რომელიც დაუყოვნებლივ დააკავეს.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს, დაკავებულის წინააღმდეგ კი, საქმე აღიძრა.

onalem

ტესტ