fbpx
საბერძნეთი

როდის იწყება გრანდიოზული საზაფხულო ფასდაკლებები საბერძნეთში და როდემდე გასტანს?!

საბერძნეთში გრანდიოზული საზაფხულო ფასდაკლებები ივლისის თვის მეორე ორშაბათს დაიწყება და ტრადიციულად, აგვისტოს ბოლომდე გასტანს.

როგორც სავაჭრო ასოციაცია აცხადებს, ფასდაკლებები იწყება 10 ივლისს და მაღაზიები მუშაობის გრაფიკს შეცვლიან, თუმცა, აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია შედარებით მოგვიანებით გავრცელდება.

ფასდაკლებების პერიოდი 31 აგვისტომდე გასტანს და მოსახლეობას საკმაოდ დიდი დრო ექნება, რომ სასურველი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და აქსესუარები შეიძინოს.

შეგახსენებთ, რომ ყველა მაღაზია ვალდებულია, რომ ნივთებზე წარმოადგინოს როგორც ახალი, ასევე ძველი ფასები, რომ მომხმარებლისთვის გასაგები იყოს, საიდან მოხდა ფასის კლება.

საზაფხულო ფასდაკლებები საშუალებას იძლევა, რომ ნივთები შეიძინოთ 40%-50% და 70%-იანი ფასდაკლებებითაც კი.

onalem

ტესტ