fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთში ყოველი მეორე მყიდველი 75 კვადრატულ მეტრზე დიდ ბინას ყიდულობს

როგორც ბოლო დროინდელი მონაცემები აჩვენებს, საბერძნეთში ბოლო პერიოდში ყოველი მეორე მყიდველი უპირატესობას ანიჭებს ბინას, რომლის ფართობიც 75 კვადრატულ მეტრზე მეტია. ეს ყველაფერი ხდება მას შემდეგ, რაც საბერძნეთი ნელ-ნელა გამოვიდა ფისკალური კრიზისისა და მემორანდუმების ეპოქიდან.

ამასთან ერთად, პოპულარობას არ კარგავს უფრო მცირე ზომის ბინებიც, მაგრამ მათი ყიდვის მთავარი მიზანი, როგორც ჩანს, შემდეგ გაქირავებაა, რათა მუდმივი შემოსავალი ჰქონდეთ.

2022 წლის მონაცემების მიხედვით, “ჩემპიონები” არიან ბინები, რომელთა ფართობიც 75-დან 100 კვადრატულ მეტრამდეა, ხოლო ყოველი 100 გაყიდვიდან 27 შემთხვევაში კონკრეტულ ფართობს ითხოვდნენ. მყიდველთა 23,6% ირჩევდა 51-დან 75 კვადრატულ მეტრამდე ბინებს, ხოლო ხუთი მყიდველიდან მხოლოდ ერთი იყო დაინტერესებული 101-დან 150 კვადრატული მეტრი ბინით.

რაც შეეხება კიდევ უფრო დიდი ზომის ბინებს, რომელთა ფართობით 151 კვ მეტრზე მეტია, მყიდველთა მხოლოდ 11%-მა გამოიჩინა დაინტერესება.

იხილეთ გრაფიკულად ატიკის რეგიონი, თესალონიკი და დანარჩენი საბერძნეთი:

onalem

ტესტ