fbpx
საბერძნეთიტერორიზმი

ბრენტონ ტარანტი სანტორინსა და კრეტაზე – პოტენციური ტერორისტი საბერძნეთში ისვენებდა

გავრცელებული ინფორმაციით, ავსტრალიელი კრიმინალი და ტერორისტი, ბრენტონ ტარანტი, საბერძნეთში ყოფნისას, კრეტასა და სანტორინს ესტუმრა. ცნობილ კუნძულებზე მან 15 დღე დაჰყო და სავარაუდოდ, უბრალოდ, თავისუფალ დროს ატარებდა.

საბერძნეთის პოლიცია მის შესახებ დეტალებს იკვლევს, არ დასტურდება რაიმე კრიმინალური საქმიანობა, რომელშიც ის ქვეყნის ფარგლებს შიგნით იქნებოდა ეჭვმიტანილი, მისი აქ ყოფნის პერიოდში.

2016 წლის 20 მარტს პოტენციური ტერორისტი თავდაპირველად კრეტაზე ჩავიდა, შემდეგ კი სანტორინზე ფიქსირდება.

მისმა ბებიამ მედიას ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა. ქალი ამბობს, რომ მისი შვილიშვილი მოგზაურობების შემდეგ რადიკალურად შეიცვალა და ვიდეო თამაშებზე იყო მიჯაჭვული.

“ძალიან რთულია იმის აღიარება, რომ ვინმეს ჩვენი ოჯახიდან, შეეძლო ასეთი რამის გაკეთება. სამყარო დაიმსხვრა. რაც მოგზაურობა დაიწყო, ეს ბიჭი სრულიად შეიცვალა.” ამბობს ქალი.

როგორც ცნობილია ტარანტის და და დედა პოლიციის დაცვის ქვეშ არიან.

“როცა ტელევიზორში ამის შესახებ გამოაცხადეს, ვთქვით, არა ეს შეუძლებელია, მაგრამ შემდეგ მისი სახე ვნახეთ,” ამბობს ტარანტის ბიძა.

 

onalem

ტესტ