fbpx
საზოგადოება

ახალი ვიდეო-მტკიცებულება – ანასტაზიას მკვლელობა 32 წლის ბანგლადეშელის სახლში არ მომხდარა

საბერძნეთის პოლიციის ხელშია ახალი ვიდეო-მტკიცებულება, რომელიც აჩვენებს, რომ ანასტაზიამ და ბანგლადეშის 32 წლის მოქალაქემ ნამდვილად დატოვეს მათი სახლი. ეს პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ მკვლელობა სახლში არ მომხდარა და სიმართლის მარცვალი არის ბრალდებულის ჩვენებაში, რომ ისინი სახლიდან ერთად გავიდნენ. ცხადია, რა მოხდა შემდეგ, ეს კიდევ ცალკეული გამოძიების საგანია.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე მყარდება ვარაუდი, რომ გოგონა სახლის გარეთა ტერიტორიაზე მოკლეს. ბანგლადეშელი მისი მკვლელობის ბრალდებით არ არის დაკავებული, მისი ბრალდებაა გატაცება და სქესობრივი კავშირის დამყარება ადამიანთან, რომელსაც არ აქვს წინააღმდეგობის გაწევის უნარი. როგორც ჩანს, პოლიციას არ აქვს საკმარისი მტკიცებულებები იმისთვის, რომ ბანგლადეშელის წინააღმდეგ საქმე მკვლელობის ბრალდებით აღძრას.

მედიასთან ისაუბრა ანასტაზიას მამამ, რომელიც კატეგორიულად გამორიცხავს გოგონას შეყვარებულის რაიმე მონაწილოებას ამ საქმეში:

“ბანგლადეშელი ყველაფერს იტყუება. გამორიცხულია, რომ ჩემი შვილის შეყვარებულს რაიმე სახის მონაწილეობა ჰქონდეს დანაშაულში. ანასტაზიას გაუჩინარებისთანავე განაცხადა პოლიციაში. პოლიციამ თვითონ დააგვიანა და ახლა ყველაფერი ისევ მათზეა დამოკიდებული. რაც უნდა ვთქვა, ჩემს შვილს უკან ვეღარავინ დააბრუნებს, მხოლოდ ყუთით ჩამომისვენებენ. რაც შეეხება მიხალს, 10 წელი იყო ჩემს შვილთან ერთად, ძალიან უყვარდა და ცოლ-ქმარივით ცხოვრობდნენ, იდეალური წყვილი იყო, თავიდანვე ვენდობოდი და ახლაც ვენდობი,” ამბობს მამაკაცი.

onalem

ტესტ