fbpx
საბერძნეთი

რიგები აკროპოლთან: ტურისტები არქეოლოგიურ ტერიტორიაზე შესასვლელად 3 საათი მზეში იცდიან

ტურისტული სეზონი უფრო და უფრო აქტიურდება და ათენში ჩამოსულებმა პირველი რას უნდა მიაშურონ, თუ არა დიდებულ აკროპოლს. ყოველდღიურად ტურისტების ძალიან დიდი რაოდენობა სტუმრობს ათენისა და ზოგადად, საბერძნეთის მთავარ ღირშესანიშაობას და როგორც მედია იუწყება, გრძელი რიგები დგას შიგნით შესასვლელად.

კადრებიდან ჩანს, რომ რიგები ჯერ კიდევ თისიოდან იწყება და ტურისტები 3 საათი მაინც იცდიან რიგში, ცხელი ამინდის პირობებში, რომ აკროპოლის მონახულება შეძლონ.

“საბერძნეთში ჩამოვედით და გამორიცხულია, რომ აკროპოლი არ ვნახოთ, მისი ნახვის გარეშე უკან არ დავბრუნდებით, რამდენი საათიც უნდა ვიცადოთ რიგში. მიუხედავად ამისა, ნამდვილად დიდი დისკომფორტი გვაქვს და შეიძლებოდა, რომ ეს ყველაფერი რაიმე გზებით დარეგულირებულიყო,” ამბობს ერთ-ერთი ტურისტი.

თავის მხრივ, ბერძენ არქეოლოგთა ასოციაციამ ბევრჯერ აღნიშნა, რომ მსგავსი სახის პრობლემები შეიქმნებოდა ზაფხულობით და საჭირო იყო შესაბამისი ზომების მიღება, თუმცა, არაფერი შეცვლილა.

onalem

ტესტ