fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთის პოლიციის რეიდები ატიკის რეგიონში – ამ დრომდე დაკავებულია 11 ადამიანი

საბერძნეთის პოლიციის მასშტაბური რეიდები მიმდინარეობს ატიკის დასავლეთ ნაწილში, რომელიც დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის მიზნით ხორიცელდება. ოფიცრებმა ამ დრომდე 11 ადამიანის აყვანა შეძლეს.

როგორც ცნობილია, ბოლო პერიოდში გახშირდა მოხუცების გაძარცვის შემთხვევები, როდესაც დამნაშავეები თავს ასაღებენ სხვადასხვა კომპანიების (ΔΕΗ, ΕΥΔΑΠ და ა.შ.) წარმომადგენლებად, რომ მათ სახლებში შეღწევა და გაქურდვა შეძლონ. სწორედ აღნიშნულ ფაქტებზეა ორიენტირებული მიმდინარე რეიდები და დადგინდა, რომ ჩადენილია მსგავსი სახის მინიმუმ 23 დანაშაული.

პოლიციამ რეიდების ფარგლებში შეამოწმა ათობით ადამიანი, განყოფილებაში კი გადაიყვანეს 11 მათგანი.

წინასწარი შეფასებებით, ქურდობების შედეგად მიღებული “ნადავლი” 400.000 ევროს უდრის, დამნაშავეთა უმეტესობა კი ბოშაა.

onalem

ტესტ