fbpx
კრიმინალი

იდუმალებით მოცული საქმე: ბანგლადეშელი მამაკაცი – დამნაშავე თუ დადგმული სცენარის მსხვერპლი?!

კუნძულ კოსზე მოკლული 27 წლის ანასტაზიას საქმეზე გამოძიება კვლავ მიმდინარეობს. გოგონას ოჯახი მის შეყვარებულს, ასევე პოლონელ მამაკაცს იცავს და აცხადებს, რომ აბსოლუტურად გამორიცხავენ, რომ მას რაიმე კავშირი აქვს მკვლელობასთან. საქმე იდუმალებით არის მოცული, რადგან ბევრი რამ ერთმანეთს არ ემთხვევა, უცნაურია ის ფაქტიც, რომ პოლონელი ანასტაზიას დასახმარებლად მაშინვე არ წავიდა, როდესაც მისწერა, რომ თავს ცუდად გრძნობდა და ბანგლადეშელის სახლიდან წაყვანას სთხოვდა.

არსებობს ინფორმაციაც, რომ გოგონა პროსტიტუციით იყო დაკავებული და სწორედ ამის გამო აღმოჩნდა ბანგლადეშელის სახლში, მეორეს მხრივ, ჩნდება კითხვები მუდმივ მოგზაურობებთან, ძვირფას სამკაულებთან დაკავშირებით, რომლებიც ანასტაზიას ცხოვრებაში არსებობდა, ჩნდება კითხვა, საიდან ჰქონდა გოგონას ამ ყველაფრის გასაკეთებლად ფინანსური შესაძლებლობა.

მიუხედავად იმისა, რომ საქმეში ამ დრომდე ბევრი გაურკვევლობაა, პოლონელ მამაკაცს სამშობლოში დაბრუნების უფლება მისცეს.

თავად ბანგლადეშელი კატეგორიულად უარყოფს ბრალდებებს, თუმცა, ის სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გადაყვანილი. პოლიცია იძიებს, რამდენად შეიძლებოდა ეს ყოფილიყო ჯგუფური დანაშაული, აქვს თუ არა რაიმე კავშირი პოლონელ მამაკაცს, ხოლო საზოგადოების მხრიდან ვრცელდება ვარაუდი, რომ ბანგლადეშელი შესაძლოა თავად იყოს დადგმული სცენარის მსხვერპლი.

onalem

ტესტ