fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

საბერძნეთი: 48 წლის მამაკაცი საკუთარ შვილს 5 წლის მანძილზე აუპატიურებდა

ირაკლიოს სასამართლომ 48 წლის ბერძენ მამაკაცს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მსხვერპლი მისი საკუთარი შვილია, რომელსაც 5 წლის მანძილზე, 2004 წლიდან 2009 წლამზე აუპატიურებდა. გოგონა 2004 წელს მხოლოდ 12 წლის იყო.

მამაკაცი ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მეორე მოსმენაზე ხვალ წარსდგება. როგორც პირველ სხდომაზე ითქვა, მამაკაცს ბრალად ედება გაუპატიურება, ბავშვის სექსუალური შევიწროვება და ინცესტი.

ცხადია, წლების მანძილზე ის გოგონას ემუქრებოდა, რომ თუ რაიმეს იტყოდა, რამეს დაუშავებდა. გამომდინარე აქედან, გოგონა 12 წლიდან 17 წლამდე დუმდა და მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იყო.

ბრალდებულის ადვოკატმა მამაკაცისთვის სასჯელის შემსუბუქება მოითხოვა, გამომდინარე მისი ცხოვრების წესიდან. იგულისხმება, რომ ის იმდენადმშვიდი და გაწონასწორებული იყო, არ ჰქონია პრობლემები არავისთან.

თუმცა, ცხადია, მათი მოთხოვნა სასამართლოს მხრიდან არ დაკმაყოფილდა.

onalem

ტესტ