fbpx
საბერძნეთი

აფრიკული მტვერი გვტოვებს, მაგრამ ხვალ წვიმას უნდა ველოდოთ – რას პროგნოზირებენ სინოპტიკოსები?!

მეტეოროლოგი საკის არნაუტოღლუ პროგნოზირებს, რომ დღეს ღამემდე აფრიკული მტვერი საბერძნეთს დატოვებს, თუმცა, ხვალიდან წვიმას უნდა ველოდოთ.

როგორც მეტეოროლოგი აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ ხვალ ნალექია მოსალოდნელი, პარასკევსა და შაბათ-კვირას უკვე უმეტესად მზიან და კარგ ამინდს უნდა ველოდოთ, ტემპერატურა კი, სეზონისთვის შესაფერიზე კვლავ მაღალი იქნება.

მეორეს მხრივ, პირველი პროგნოზები კეთდება აღდგომის კვირის ამინდთან დაკავშირებით და არნაუტოღლუ წერს, რომ მომდევნო კვირაში საბერძნეთის ცენტრალურ და ჩრდილოეთ ნაწილში უნდა ველოდოთ პერიოდულ, მცირე ნალექს, ტემპერატურის ვარდნა არ არის მოსალოდნელი.

ნებისმიერ შემთხვევაში, სინოპტიკოსები აღნიშნავენ, რომ ზუსტი პროგნოზის გაკეთება ჯერჯერობით ადრეა და მომდევნო დღეებში უკეთესი სურათი გვექნება.

რაც შეეხება აფრიკულ მტვერს, დღეს ღამის საათებამდე ჰაერი ნელ-ნელა გაიწმინდება, ინტენსივობა შემცირდება თავდაპირველად დასავლეთით და შემდეგ აღმოსავლეთ ნაწილიც გათავისუფლდება მახრჩობელა მტვრისგან.

onalem

ტესტ