fbpx
საბერძნეთი

საგანგებო პროგნოზი კლიმატურ ფენომენთან დაკავშირებით – სამოქალაქო დაცვის სამინისტრო მზადყოფნას აცხადებს

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, საბერძნეთის რამდენიმე რეგიონში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, სეტყვა და ქარი, რაც შესაძლოა გარკვეული ზარალის მომტანი აღმოჩნდეს. ამასთანავე, საბერძნეთის სამოქალაქო დაცვის სამინისტრო მზადყოფნას აცხადებს და აფრთხილებს მოსახლეობას, რომელიც რისკის შემცველ ადგილებში ცხოვრობენ.

კერძოდ, საუბარია ძირითადად დასავლეთ საბერძნეთზე: პაქსოს, კერკირა, ლეფკადა, იპირო, ასევე, დასავლეთ მაკედონია, თესალონიკი, სამხრეთ პელოპონისო. კვირას ფენომენი გავრცელდება კიკლადესზე, დოდეკანისოსა და კრეტაზეც.

აღნიშნულ რეგიონებში მოსალოდნელია უხვი ნალექი, შესაბამისად, სამინისტროს გაფრთხილების მიხედვით, მოსახლეობამ უნდა გამოიჩინოს ყურადღება და მოერიდოს არააუცილებელ გადაადგილებას, განსაკუთრებით, ისეთ ადგილებში, რომლებიც დატბორვის საფრთხის წინაშე დგანან.

onalem

ტესტ