fbpx
საბერძნეთი

კრეტაზე საჰაერო ბურთი ჩამოვარდა – დაშავებულია 2 ადამიანი

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, კრეტაზე, კერძოდ ლასითის ტერიტორიაზე, საჰაერო ბურთი ჩამოვარდა, რასაც ორი ადამიანის დაშავება მოჰყვა.

მომხდარის მიზეზები და ზუსტი გარემოებები ამ დრომდე უცნობია – საჰაერო ბურთმა საკმაო სიმაღლეზე ასვლის შემდეგ დაბლა დაიწყო დაშვება და საბოლოოდ კამინაკის ტერიტორიაზე დაეცა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზდა 10 მაშველი, 3 სახანძრო მანქანით და ასევე, სასწრაფო დახმარების ბრიგადა. არსებული ცნობებით, მამაკაცმა კიდურების დაზიანებები მიიღო, ხოლო ქალბატონი გულ-მკერდის არეშია დაშავებული. ორივე მათგანი სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

onalem

ტესტ