fbpx
მსოფლიოსაბერძნეთი

“გამორიცხულია კოვიდ-19-ის გარეშე ვიცხოვროთ” – როგორი იქნება 2021 წლის შემოდგომა და 2022 წლის ზამთარი

მსოფლიო მეცნიერება ცდილობს პასუხები გასცეს კითხვებს, რომლებიც ყველა ქვეყნის მოსახლეობას აწუხებს. როდის დასრულდება პანდემია? როდის გაქრება კოვიდ-19? ან როდის იქნება ის მინიმუმ კონტროლირებადი.

ამერიკელი მეცნიერების აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინაცია აქტიურდება და მოსახლეობას იმუნიტეტი სულ მალე გამოუმუშავდება, პანდემია ჩვენს “დატოვებას” არ აპირებს. საინტერესოა, თუ რა იქნება 2021 წლის შემოდგომაზე და რა გველის 2022 წლის ზამთარში.

პროფესორთა განმარტებით, შემოდგომაზე მოსალოდნელია ვირუსის გავრცელების კიდევ ერთი ტალღა, რაც შესაძლოა შემცირდეს სეზონის მიწურულს, თუმცა, ზამთარში კვლავ გააქტიურდეს. მიუხედავად ამისა, იქნება დიდი განსხვავება, რადგან შეიძლება ვირუსი გავრცელდეს, მაგრამ არ დაფიქსირდება გარდაცვალების ამდენი ფაქტი, თუკი მსოფლიო მოსახლეობის უმეტესი ნაწილი აიცრება.

ვინაიდან ზუსტად უცნობია, თუ რამდენ ხანს ნარჩუნდება იმუნიტეტი, რომელსაც ვაქცინა გამოიმუშავებს, ექსპერტები ამბობენ, რომ მათ, ვინც ვაქცინაცია ჩაიტარეს 2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლის თებერვლამდე, აუცილებლად დასჭირდებათ დამატებით კიდევ ერთი დოზა.

“ნებისმიერ შემთხვევაში, გამორიცხულია, რომ ვიცხოვროთ სამყაროში, სადაც კოვიდ-19 არ არის. გარდა სეზონებისა, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ მოსახლეობის რამდენი პროცენტია აცრილი და რამდენს აქვს იმუნიტეტი. სამწუხაროდ, ზუსტად უცნობია, თუ რამდენ ხანს ნარჩუნდება ვაქცინის ეფექტურობა,” ამბობს მიჩიგანის უნივერსიტეტის პროფესორი.

რაც შეეხება მუტაციებს, ექსპერტთა უმეტესობა აცხადებს, რომ ისინი ღელვას იწვევდნენ თავდაპველად, თუმცა, ახლა უკვე ვნახეთ, რომ ვაქცინები მათ წინააღმდეგ ეფექტურობას აჩვენებს.

onalem

ტესტ