fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთის პოლიციამ აკროპოლზე ტურისტებს ბუკლეტები დაურიგა

ათენში ტურისტებისთვის განკუთვნილი საინფორმაციო კამპანია ამოქმედდა, რომელსაც ატიკის პოლიციის ცენტრალური დეპარტამენტი ხელმძღვანელობს.

ბუკლეტები სლოგანით: ”უსაფრთხო მოგზაურობისთვის ათენში”, პოლიციამ აკროპოლზე მისულ თითოეულ ტურისტს დაურიგა.

ინფორმაცია, რომელიც ეხება ძირითად უსაფრთხოების ზომებს ტურისტებისთვის საბერძნეთში, დატანილია ინგლისურ ენაზე, რათა ყველამ შეძლოს მისი წაკითხვა.

გავრცელებული ინფორმაციით, ამგვარი კამპანიის შედეგები უკვე სახეზეა და პოლიციის მიერ გაცემულმა ინფორმაციამ 11,000 ადამიანზე იქონია გავლენა.

onalem

ტესტ