fbpx
საბერძნეთი

რა არის მოსალოდნელი შობისთვის საბერძნეთში და როგორ შეიცვლება ვითარება?!

ამერიკაში მოღვაწე პროფესორმა და ექიმმა, გიორგოს პავლაკიმ საბერძნეთში არსებულ ეპიდმდგომარეობასა და მოვლენების შესაძლო განვითარებაზე ისაუბრა.

როგორც მან ΣΚΑΙ-სთან განმარტა, შობამდე ყოველღიურად გარადცვლილთა რიცხვმა შესაძლოა 100-სს მიაღწიოს და წლის ბოლომდე მსხვერპლთა რიცხვი 20.000-21.000-მდე გაიზარდოს.

“ჩვენ აღარ ვართ შეშფოთებულები დაღუპულთა რიცხვით და ეს ყველაფერი ძალიან სამწუხაროა. მდგომარეობა თითქოს მიღებული გახდა და პრობლემად აღარ აღვიქვამთ.

რაც შეეხება ახალ ვარიანტს, საქმე გვაქვს ძალიან გადამდებ შტამთან. სადაც ხალხით გადატვირთულობა ფიქსირდება, იქ ვირუსი გავრცელდება როგორც აუცრელ, ასევე აცრილ ადამიანებში.

სამხრეთ აფრიკაში ეს ვარიანტი საკმაოდ აქტიურად ვრცელდება და ჯერჯერობით რაიმე სერიოზული შედეგები არ გამოუწვევია, თუმცა, ეს მხოლოდ იმის გამო, რომ აღნიშნული შტამი ახალგაზრდებში ფიქსირდება. 

გამომდინარე იქიდან, რომ ვაქცინაცია ზრდის დაცულობის ხარისხს, აუცილებელია მე-3 დოზის მიღებაც. მათ კი, ვისაც იმუნიტეტთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები აქვთ, უნდა მიიღონ მე-4 დოზაც, როცა ამის დრო მოვა,” აცხადებს პავლაკი.

ამრიგად, ექსპერტთა პროგნოზი სადღესასწაულო პერიოდთან დაკავშირებით, არც თუ ისე სახარბიელოა. შესაძლოა ვიხილოთ გარკვეული რეგრესი ინფიცირებულთა მხრივ, თუმცა, გარდაცვალების მაჩვენებელი, სამწუხაროდ, მხოლოდ ზრდის ტენდენციას აჩვენებს.

onalem

ტესტ