fbpx
საბერძნეთი

“აპრილში ან მაისში საბერძნეთში მინიმალური ხელფასი მეოთხედ გაიზრდება” – შრომის მინისტრის მოადგილე, ვასილის სპანაკის

საბერძნეთის შრომის მინისტრის მოადგილემ, ვასილის სპანაკიმ მედიასთან ხელფასების მოსალოდნელ ზრდაზე ისაუბრა. საუბარია 30%-იან ზრდაზე კერძო სექტორში დასაქმებული ადამიანებისთვის.

როგორც მან ტელეკომპანია ΕΡΤ-ზე განმარტა, მთავრობის მიზანია, რომ ოთხი წლის ბოლოს მინიმალური ხელფასი 950-1.000 ევრო იყოს, ხოლო საშუალო ხელფასი 1,500 ევრო.

“ჩვენი მიზანი იყო და არის, ხელფასების ზრდა 1,500 ევრომდე, გვსურს, რომ შემდეგი ოთხი წლის ბოლოს საშუალო ხელფასი საბერძნეთში იყოს 1,500 ევრო. დღევანდელი მონაცემებით, საშუალო ხელფასი ჩვენს ქვეყანაში ახლა 1,250 ევროა, სწორედ ამიტომ გვსურს, რომ ეს რიცხვი 1,500-მდე ავიდეს.

ამას გარდა, გვექნება მორიგი ზრდა მინიმალურ ხელფასზე, რაც დღეს 780 ევროა, დაზღვევასთან ერთად, ხოლო თანამშრომელი იღებს ხელზე 670 ევროს. მინიმალური ხელფასი სავარაუდოდ გაიზრდება აპრილში ან მაისში,” აცხადებს სპანაკი.

ამას გარდა, მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ მთავრობის მორიგი პრიორიტეტი არის უმუშევრობის შემცირება 8%-მდე – ამ ეტაოზე საბერძნეთში უმუშევრობის მაჩვენებელი 9,6%-ია.

onalem

ტესტ