fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ტრაგედია საბერძნეთში: ექსკურსიაზე წასული 15 წლის გოგონა ღამის კლუბში გულის შეტევა დაემართა

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ტრიკალაში მოხდა, სადაც ვირონას სკოლის მოსწავლეები ექსკურსიაზე იყვნენ წასულები. სამწუხაროდ, ერთ-ერთი მოსწავლე იქიდან ცოცხალი ვერ დაბრუნდა – 15 წლის გოგონას ღამის კლუბში ყოფნისას გულის შეტევა განუვითარდა და საავადმყოფოში გადაყვანიდან დაახლოებით 2 საათში გარდაიცვალა.

მომხდარით შეძრულები არიან როგორც საავადმყოფოს პერსონალი, ასევე სკოლის წარმომადგენლები. გოგონა თანაკლასელებთან ერთად იმყოფებოდა გასართობად, როდესაც 01:00 საათის შემდეგ თავი შეუძლოდ იგრძნო და დაუყოვნებლივ გამოიძახეს სასწრაფო დახმარება. ადგილზე მისულმა ექიმებმა პირველადი დახმარება გაუწიეს, თუმცა, საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ საჭირო გახდა მართვით სუნთქვაზე გადაეყვანათ.

ექიმების თქმით, ყველაფერი გააკეთეს, რომ ბავშვი გადაეჩინათ, მაგრამ მათ მცდელობას სასურველი შედეგი არ მოჰყვა. ოჯახთან პირველივე წუთებიდან მუშაობს ფსიქოლოგი, თუმცა, ისინი მძიმე ემოციურ მდგომარეობაში არიან.

ზუსტი მიზეზი, თუ რის გამო დაემართა მოზარდს გულის შეტევა, უცნობია, თუმცა, პირველადი ცნობებით, მას ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემა აწუხებდა.

onalem

ტესტ