fbpx
საბერძნეთი

ტრაგედია საბერძნეთის წყლებში – ხიოსთან 4, 7 და 10 წლის გოგონები დაიხრჩვნენ

ბერძნული მედია მორიგი ტრაგედიის შესახებ იუწყება, რომელიც კუნძულ ხიოსთან მოხდა. დღეს დილით სამი ავღანელი მიგრანტი ხიოსის ქალაქში მივიდა და პოლიციას შეატყობინა, რომ მათთან ერთად გასაბერ ნავზე მყოფი ადამიანები მომწყვდეულები იყვნენ ერთ-ერთ კლდოვან ადგილას.

სანაპირო დაცვამ მაშინვე დაიწყო ძებნის ოპერაცია და დაახლოებით 16 ადამიანი გადაარჩინეს, მათ შორის არიან ბავშვები, ყველაზე პატარა 30 დღის არის. ერთ-ერთი ქალბატონი ამბობდა, რომ დაკარგა სამი შვილი, რომელთა ასაკიც 4, 7 და 10 წელია. სამწუხაროდ, გოგონები მაშველებმა გარდაცვლილები იპოვეს – ბავშვები დაიხრჩვნენ.

ამ დროისთვის არსებული ცნობებით, მეტი გაუჩინარებული არ არის, გადარჩენილები კი, შესაბამის ბანაკში გადაიყვანეს.

onalem

ტესტ