fbpx
საბერძნეთი

უნიკალური უსახელო კუნძული საბერძნეთში, რომელიც ტბაში მდებარეობს და დასახლებულია

ამ კუნძულს ვერანაირად ვერ მოვიხსენიებთ, ვინაიდან სახელი უბრალოდ არ აქვს. ამ უჩვეულობასთან ერთად ის არა ზღვაში ან ოკეანეში, არამედ ტბაში მდებარეობს და რაც უნდა გასაკვირი იყოს, დასახლებულია.

მოდით დავიწყოთ იმით, რომ პატარა კუნძული იოანინაში, პამვოტიდას ტბაში მდებარეობს და ერთადერთია მთელ საბერძნეთში, რომელიც თან ტბაშია და თან დასახლებულია, ხოლო მთელ ევროპაში ასეთი კუნძული დიდ იშვიათობას წარმოადგენს.

კუნძულამდე მისასვლელად იოანინადან მხოლოდ 10 წუთია საჭირო, მის ქუჩებში გასეირნებისას კი, მაშინვე მოგაჯადოვებთ მოკირწყლული ხეივნები, ტრადიციული ქვის შენობები და რაც ყველაზე მთავარია, აქ არის საბერძნეთში სიდიდით მესამე მონასტრების კომპლექსი, ათონის მთისა და მეტეორას შემდეგ, რომელიც შედგება სულ 7 ბიზანტიური და პოსტბიზანტიური მონასტრისგან.

onalem

ტესტ