fbpx
საბერძნეთი

დიმიტრის ლიგნადი სააპელაციო სასამართლომდე გაათავისუფლეს: 12 წლიანი პატიმრობა ორი გაუპატიურებისთვის

“წელიწადნახევრის მანძილზე ისინი საკუთარ თამაშს თამაშობდნენ, ახლა მეც მაქვს სიტყვის თქმის უფლება,” ამბობს დიმიტრის ლიგნადი, რომელსაც 12 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს და სააპელაციო სასამართლოს ჩატარებამდე გაათავისუფლეს.

როგორც უკვე ცნობილია, მსახიობი და რეჟისორი ორი პირის გაუპატიურებაში დამნაშავედ სცნეს, დანარჩენ ორში კი, მტკიცებულებების არასაკმარისობის გამო გაამართლეს. როდესაც 30.000 ევროიანი გირაოს გადახდის პროცედურა დასრულდა, ლიგნადიმ კროიდალო ადვოკატთან ერთად დატოვა. მას ალექსის კუგია იცავს.

რაც შეეხება ალექსის კუგიას განცხადებას, ის ამბობს: “სისხლის სამართლის დევნის დაწყება არაფერს ნიშნავს, ეს მხოლოდ საქმის გამოძიების დაწყებაა. პირველ ეტაპზე ნასამართლეობაც კი არაფერს ნიშნავს. ასე რომ ყველამ უნდა ისწავლოს დაცდა საბოლოო განაჩენამდე.”

onalem

ტესტ